LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური ანალიზი არ არის მეუფე იაკობის ძლიერი მხარე, დაკავდეს იმ საქმით, რომელიც მას ეხერხება – თარხნიშვილი

100
ლევანი და მეუფე

ოპოზიციის ნებაა, უნდა შევლენ პარლამენტში და უნდა – არა. მაგრამ ხომ ხვდებიან, რომ ქუჩაში იმდენი ძალა აღარ აქვთ, უბრალოდ ხალხი ვერ გამოჰყავთ. წარმოიდგინეთ, ეკლესიას რომ დასჭირდეს და დაუძახოს, ასე ცოტა ხალხი გამოვა? იმას გვაფიქრებინებენ, რომ ჩავერიოთ. ასე თუ გაგრძელდა, მაგასაც ვიფიქრებთ – მეუფე იაკობის ამ განცხადებას, „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლევან თარხნიშვილი პასუხობს.

ქვეყანას არავის​ დავაშლევინებთ, არ მივცემთ მაგის უფლებას, მესამე ძალაში იქნებიან ისინი, ვისაც საქართველო უყვარს და არა სკამები: მეუფე იაკობი

თარხნიშვილმა მეუფე იაკობს ურჩია, დაკავდეს იმ საქმით, რაც მისი ძლიერი მხარეა და არა პოლიტიკური ანალიზით.

 „პასუხი არის მარტივი, საქართველო არის სეკულარული ქვეყანა და რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა ეკლესია პოლიტიკურ და სახელმწიფო საქმეებში, მით უკეთესი იქნება როგორც ეკლესიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.

რაც შეეხება ბატონო იაკობის პოლიტიკურ ანალიზს, ნამდვილად არ არის ეს მისი ძლიერი მხარე და თუ დაკავდება იმ საქმიანობით, რომელიც მისი ძლიერი მხარეა, თუ ასეთი საერთოდ არსებობს, იქნება უკეთესი ეკლესიისთვისაც და მთლიანად საქართველოში მიმდინარე პროცესებისთვისაც.“ – განაცხადა თარხნიშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები