LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოლიტიკური ჭორაობა ძალიან იაფფასიანი ტრიუკია – ახლად ფეხადგმულია ბატონი გიორგი პოლიტიკასა და მის ლაბირინთებში კარგად ვერ ერკვევა“ – ცაგარეიშვილი გახარიაზე

137
ცაგარეიშვილი და გახარია

„ეს პოლიტიკური ჭორაობა ძალიან იაფფასიანი ტრიუკია. ახლად ფეხადგმულია ბატონი გიორგი პოლიტიკასა და მის ლაბირინთებში კარგად ვერ ერკვევა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა ყოფილ პრემიერსა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით ცაგარეიშვილი გამოეხმაურა გახარიას განცხადებას, რომლის თანახმადაც მან აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდით, ქვეყნისთვის მიღებული სარგებელი 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის.

უმრავლესობის დეპუტატმა, ამ განცხადებას იაფფასიანი ტრიუკი უწოდა და თქვა, რომ გახარია, წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.

„საქმის გარდა არაფერი მიკეთებია და სახლში არაფერი წამიღია! ეკონომიკა რომ იზრდება, რატომ მიდის ის 20-25 ოჯახის ჯიბეში?.. ყველას ყველაფერი მოეკითხება.. კითხვები ახლა დაიწყება!“ – გიორგი გახარია

გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები სამეგრელოში, გურია-აჭარასა და იმერეთში გუნდის წევრებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

„20-25 კონკრეტიკა ხომ არ არის, ანუ თუ მას დასჭირდა, 5 ოჯახს ამოაკლებს, თუ არ დასჭირდა, დაამატებს… ეს პოლიტიკური ჭორაობა ძალიან იაფფასიანი ტრიუკია. ახლად ფეხადგმულია ბატონი გიორგი პოლიტიკასა და მის ლაბირინთებში კარგად ვერ ერკვევა.

ნახავს, რომ ასეთი იაფფასიანი ტრიუკები არასდროს არ ამართლებდა. ახლა დაადგინა მან ეს 20-25 ოჯახი, როცა არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, მანამდე არ იცოდა?!“. – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

„ოცნება“ 2024 წლის არჩევნებისთვის 2 მნიშვნელოვან სცენარს ამუშავებს – იმაზე მეტი ინფორმაცია მაქვს, ვიდრე წარმოუდგენიათ, მათ შორის, შიდა ანტურაჟიდან გამოსული“ – ქემოკლიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g