LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური ჟესტია, რომ ციხეში ზის, რატომ უნდა გააპროტესტო ის, რაც თვითონ გააკეთა, ეს არ მესმის: ალექსანდრე რაქვიაშვილი

47
ალექსანდრე რაქვიაშვილი

პარტია „გირჩის“ დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციის მიზანი და შინაარსი არ ესმის, რის გამოც დღეს აქციაზე არ იქნება.

მისი განცხადებით, პრობლემა არა სააკაშვილის პატიმრობაში, არამედ ამის გამო საზოგადოების დაპირისპირებაშია.

“ერთ მხარეს არის მილიონი ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ ციხეში უნდა იყოს, მეორე ნახევარი მილიონი მიიჩნევს, რომ არ უნდა იყოს და ამ დაპირისპირებიდან როგორ გამოვალთ, ეს არის პრობლემა.” – აცხადებს რაქვიაშვილი

“გირჩის” დეპუტატის განცხადებით, სააკაშვილი რომ ჩამოეყვანათ და დაეკავებინათ, რაღაც შინაარსი გაჩნდებოდა.

“მაგრამ ის ამაზე განზრახ წავიდა. პოლიტიკური ჟესტია რომ ციხეში ზის, მაგრამ ამ ჟესტს რა მიზანი ჰქონდა არ ვიცი. ახლა რატომ უნდა გააპროტესტო ის, რაც თვითონ გააკეთა, ეს არ მესმის” – აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი

თუ ამისთვის ვიბრძვით, ამისთვის ვიკრიბებით და ეს არის შინაარსი, „ოქეი“, მაგრამ არანაირი შთაბეჭდილება არ მრჩება, რომ რეფორმებსა და ცვლილებებზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ერთი კონკრეტული პარტიის პოლიტიკურ მიზანზე”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

magti 5g