LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში სწრაფად უარესდება: დევიდ მაკკალისტერი

155
BiH

“პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში სწრაფად უარესდება”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დევიდ მაკკალისტერმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით დებატები იმართება.

მისი თქმით, ის მხარს უჭერს ყველა ფასილიტატორის ძალისხმევას, რომ ხელახლა დაიწყონ და გააძლიერონ დიალოგი მხარეებმა.

„საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის კოვიდ 19-ის პანდემია, ეკონომიკური განვითარება, სოციალურ საკითხები და უსაფრთხოება. ამიტომ, საჭიროა, პოლიტიკურმა ლიდერებმა ეს კრიზისი სწრაფად გადალახონ და ერთად გამოძებნონ ხანგრძლივი გამოსავალი“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ამ წუთებში, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს. დღის წესრიგში საკითხი ევროპელი დეპუტატების ინიციატივით დადგა. ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დასასწრებად იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია.

დებატების გამართვამდე საქართველოს დელეგაციის წევრებმა ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები გამართეს. დეპუტატების ინფორმაციით, აუდიენციის დროს, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზების გარდა, ისაუბრეს ევროკავშირთან ურთიერთობის უფრო ფართო სპექტრზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g