პოლონური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, პიოტრ ვავჟიკზე დაყრდნობით წერს, რომ „პოლონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერებას გეგმავს“.
როგორც ვავჟიკი ამბობს, გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში გამოცხადდება.
მისივე თქმით, ამჟამად რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტის საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს, ამ ნაბიჯის წინააღმდეგ გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები გამოდიან.