LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთისა და სლოვაკეთის საზღვარზე 26 კმ-იანი ველოტრასა გაკეთდება

44

პოლონეთისა და სლოვაკეთის საზღვარზე 26 კმ-იანი ველოტრასა გაკეთდება. სიახლე ტატრების მთების მასივში 2020 წლისთვის გაჩნდება და ის არა მხოლოდ ველოსიპედისტებისთვის, არამედ ფეხით მოსიარულეებისთვისაც იქნება განკუთვნილი. ახალი მარშრუტი მთის ლამაზ ლანდშაფტებს გაუყვება და ტურისტებს იქ გასეირნება აუცილებლად მოეწონებათ.

აღსანიშნავია, რომ პროექტს პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობა ერთად აფინანსებს და რეგიონსაც ისე განიხილავენ როგორც საერთოს. ისინი გეგმავენ რომ მთებში 250 კმ. სიგრძის ველოტრასა, საგანმანათლებლო ტურები, ისტორიული ბილიკები და სპეციალურად მორბენალთათვის განკუთვნილი გზებიც გააკეთონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები