LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში ბავშვებში ალერგიის რუკას შექმნიან

104
be5fe80dc7e59a4b0404a26ebf5aa609

პოლონეთში შექმნიან პირველ საყოველთაო რუკას ბავშვებში ალერგიის შესახებ. ეს რუკა აჩვენებს, ქვეყნის რომელ რეგიონში რომელი ალერგიული დაავადებები გვხვდება უფრო ხშირად და დაეხმარება მშობლებს დროულად ამოიცნონ საშიში სიმპტომები. სიახლის შესახებ Euractiv წერს.

რუკა პრობლემის მასშტაბების ზუსტ შეფასებას შეუწყობს ხელს. ამჟამად ალერგიის მრავალი შემთხვევა დაუდგენელია, რაც შეიძლება სხვადასხვა გართულებების მიზეზი გახდეს. ახალი პროექტი სპეციალისტებს რისკ ჯგუფების გამოვლენაში დაეხმარება და სამედიცინო მომსახურებაც გაუმჯობესდება.

რუკის შესაქმნელად მეცნიერები სპეციალურ ციფრულ გამოკითხვას გამოიყენებენ. მშობლებს ექნებათ საშუალება უპასუხონ კითხვებს ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ, ხოლო სისტემა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ალერგიის ალბათობას შეაფასებს. საჭიროების შემთხვევაში პროგრამა მომხმარებელს დიაგნოზის დასადგენად დარგის სპეციალისტთანაც გადაამისამართებს.

ამჟამად გამოკითხვა სატესტო რეჟიმში დაიწყო. მშობლები ავსებენ ანკეტას, ხოლო ექიმები ატარებენ სრულ კვლევას, მათ შორის ანალიზებსაც.

2026 წელს მთელი პოლონეთის მასშტაბით მასშტაბური კვლევა დაიწყება. საბოლოო შედეგებს ჰაერის დაბინძურებასა და მწვანე ზონების რაოდენობას შეადარებენ, რათა გაიგონ, თუ როგორ გავლენას ახდენს გარემო ალერგიაზე. ამის ცოდნა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასაც შეუწყობს ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები