LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში დაკავებულ 48 წლის ქართველს 12 წლით პატიმრობა ემუქრება – მას ბრალი სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის წაუყენეს

253
პედოფილია პოლონეთში

საქართველოს 48 წლის მოქალაქეს, რომელიც პოლონეთის პოლიციამ 15 ივლისს დააკავა, ბრალი სექსუალური ხასიათის ქმედებასა და ქმედების მცდელობისთვის წაუყენეს

პოლონეთის ბიტომის რაიონულმა პროკურორმა დაზარალებულად სამი მოზარდი, 12 -23 წლის ორი ბიჭი და ერთი გოგო ცნო. ბრალდებულთან ერთად დაკავებული საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე მოწმის სახით გამოჰკითხეს და გაათავისუფლეს.

მედიის ცნობით, ოთხივე მამაკაცი წლების განმავლობაში ცხოვრობდა ქალაქ ბიტომში და იქვე მუშაობდა. პოლონური გამოცემის თანახმად, ბრალდებულმა ჩვენება რუსულენოვანი თარჯიმნის დახმარებით მისცა, ის ბრალდებას არ აღიარებს. მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

„18-დან 55 წლამდე კაცები აუზიდან, ცრემლსადენი გაზით ამოიყვანეს“ – პოლონეთში, პედოფილურ ქცევაში ეჭვმიტანილი ოთხი ქართველი დააკავეს

პოლიციის ცნობით, ჯგუფს ბრალი ედებოდა არასრულწლოვანთა მიმართ სოციალურად მიუღებელი ქცევის გამოვლენაში, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 12 წლით პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა პოლონეთის ქალაქ ბიტომში 15 ივლისს მოხდა. ღია საცურაო აუზის დაცვის თანამშრომლებმა ორი შეტყობინება მიიღეს ორი ბიჭისგან და ერთი გოგოს დედისგან.

გოგომ დედას უამბო, რომ მას დაახლოებით 50 წლამდე მამაკაცი ავიწროებდა. მსგავსი შეტყობინება მიიღო აუზის დაცვის სამსახურმა ორი ბიჭისგანაც.

როგორც პოლონური გამოცემა იტყობინებოდა, მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი, რამდენიმე უცხოელ მამაკაცთან შეხლა-შემოხლაში მონაწილეობდა.

ხალხმა ბრალდებულებს წრე შემოარტყა და მათი დასჯა მოითხოვა. სამართალდამცველებს, შეხლა-შემოხლის ფონზე, მამაკაცების დასაკავებლად, ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწიათ.

პოლიციის ცნობით, ჯგუფს ბრალი ედებოდა არასრულწლოვანთა მიმართ სოციალურად მიუღებელი ქცევის გამოვლენაში, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.

შედეგად დააკავეს 4 ადამიანი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ. ბიტომის რაიონულმა პროკურორმა 48 წლის საქართველოს მოქალაქეს, გამოკითხვის შემდეგ ბრალი წაუყენა 15 წელს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური ან სხვა ხასიათის ქმედების ჩადენაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g