LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„18-დან 55 წლამდე კაცები აუზიდან, ცრემლსადენი გაზით ამოიყვანეს“ – პოლონეთში, პედოფილურ ქცევაში ეჭვმიტანილი ოთხი ქართველი დააკავეს

994
პოლონური მედია პედოფილ ქართველებზე

პოლონური მედიის ცნობით, პოლონეთის ქალაქ ბიტომში არასრულწლოვანების მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებით, საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. 

როგორც პოლონური გამოცემა იტყობინება, მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი, რამდენიმე უცხოელ მამაკაცთან შეხლა-შემოხლაში მონაწილეობდა.

ხალხმა ბრალდებულებს წრე შემოარტყა და მათი დასჯა მოითხოვა. სამართალდამცველებს, შეხლა-შემოხლის ფონზე, მამაკაცების დასაკავებლად, ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწიათ.

პოლიციის ცნობით, ჯგუფს ბრალი ედებოდა არასრულწლოვანთა მიმართ სოციალურად მიუღებელი ქცევის გამოვლენაში, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.

მედია ასევე წერს, რომ სავარაუდოდ, ბავშვებზე თავდასხმაში მონაწილე დაკავებულთაგან ერთი დაახლოებით, 50 წლისაა.

„მომხდარის შედეგად პოლიციამ პედოფილურ ქცევაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა. ოთხივე დაკავებული მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა, მათი ასაკი 18-იდან 55 წლამდეა“. – წერს პოლონური მედია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები