LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

76
ბიბლიოთეკის გახსნა პოლონეთში

პოლონეთში პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა – ამის შესახებ მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. პროექტი „წიგნიერების გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ „Stowarzyszenie Sakartvelo • ასოციაცია საქართველოსთან“ ერთად განახორციელა.

დიდი მადლობა ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს პოლონეთში: გიორგი გეთიას და სოფიკო ჯანჯღავას.

დიდი მადლობა საქართველოს საპატიო კონსულს ქალაქ ვროცლავში: ვოიჩეხ ვრობელს.

2024 წლის იან­ვარ­ში „ბიბლუსმა“ და გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ ერ­თობ­ლი­ვად და­ა­ფუძ­ნეს „წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა“. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ქარ­თუ­ლი ქალაქებისა და სოფ­ლე­ბის სკო­ლე­ბი­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის წიგ­ნე­ბი­თა და კომ­პი­უ­ტე­რე­ბით მო­მა­რა­გე­ბას, ასევე სა­ზღვარ­გა­რეთ ქარ­თუ­ლი წიგ­ნის კუ­თხე­ე­ბის მო­წყო­ბას, ლექცია-სემინარებს და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს ემ­სა­ხუ­რე­ბა“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში, მორიგ სტატუსში კი აღნიშნავს: „შემდეგი გაჩერება – სომხეთია“.

დღეს პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. პროექტი წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება -…

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on ორშაბათი, 24 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g