LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში საფერავის წარდგენის მასშტაბური ღონისძიება გაიმართა

112
ქართული ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Peope PR“ ორგანიზებით, პოლონეთის სომელიეთა ასოციაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საფერავის შესახებ სემინარი (Saperavi Experience: Secrets of Georgia’s Red Treasure) და დეგუსტაცია გაიმართა.  

პოლონეთის დაბა პშჩევში (Pszczew) გამართულ ღონისძიებას 100-ზე მეტი ადგილობრივი სომელიე დაესწრო. მონაწილეები ქართული ღვინის კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს და თანამედროვე ინდუსტრიას გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 4.5 მლნ ლიტრი ღვინო, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g