LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონურ ქალაქში ავტობუსით მგზავრობა უფასო გახდა

62
marjan-blan-marjanblan-d2ecwjxwndu-unsplash

პოლონურ ქალაქ მინსკ-მაზოვეცკში ყველა ავტობუსი უფასო იქნება. ბილეთები აღარ დასჭირდებათ არც მოქალაქეებს, არც ტურისტებს და არც მათ ვინც ქალაქში სამსახურის გამო მოხვდება.

ასეთი სიახლის მთავარი მიზანი – გზებზე საცობებისა და ავტომობილების რაოდენობის შემცირებაა. საქმე ისაა, რომ რეგიონში 130 ათასი ავტომობილია დარეგისტრირებული – ეს კი ყოველ 1000 მოსახლეზე 615 მანქანას ნიშნავს. შედარებისთვის, საშუალო ევროპული მაჩვენებელი მხოლოდ 500 ავტომობილია.

შეგახსენებთ, რომ ლუქსემბურგი გახდა პირველი სახელმწიფო ევროპაში სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად უფასო გახდა. სხვადასხვა ქალაქები კი მსგავს ექსპერიმენტებს აქტიურად ატარებენ. მაგალითად, პრაღაში ნისლიან დღეებში მეტრო უფასოა. პარიზში კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი 18 წლამდე ადამიანებისთვისაა უფასო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები