პოლონურმა გამოცემამ Wprost-მა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, “წლის ადამიანის” საპატიო წოდება მიანიჭა.
როგორც გამოცემა იუწყება, ზელენსკის ეს ჯილდო სიმამაცისთვის და გამძლეობისთვის გადაეცა.
ზელენსკის სახელით ჯილდო პოლონეთში უკრაინის საელჩოს მრჩეველმა-ელჩმა ოლეგ კუტსმაც მიიღო.
“ცივილიზებული სამყაროს სახელით ბრძოლისთვის. დიდი რწმენისთვის, როცა სხვებს ის არ ჰქონდათ. სიმტკიცისთვის, როცა დამარცხება იყო ნაწინასწარმეტყველები. იმედისთვის როცა ყველას ეჭვი ეპარებოდა. და უპირველეს ყოვლისა – უკრაინის გამარჯვებისთვის, რომელიც უბრალოდ უნდა მოვიდეს”, – აღნიშნა გამოცემის წარმომადგენელმა დაჯილდოებამდე.