ესპანური კურორტის, მალაგას ხელისუფლებამ გადაწყვიტა ტურისტებს საზოგადოებრივ ადგილებში შიშვლად სიარული და „ეროტიკული ნივთების“ ტარება აუკრძალოს. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ევროპული დანიშნულება ძირითადად ბრიტანელ ტურისტებს შორისაა პოპულარული და მთავარი მიზეზი იაფფასიანი რეისებთან ერთად, ცეცხლოვანი ღამის ცხოვრებაა. ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს, რომ მასშტაბურ წინა საქორწილო წვეულებებს ომი გამოუცხადოს. ამიერიდან ახალი კანონით ქალაქის ქუჩებში შიშვლად ან ნახევრად შიშვლად სიარული აიკრძალება, დაუშვებელი იქნება გენიტალიების გამოსახულებით ტანსაცმელი ან სხვადასხვა აქსესუარები, ისევე როგორც სექს-თოჯინების ტარება.
კანონის დამრღვევებს საკმაოდ სოლიდური ჯარიმის – 750 ევროს გადახდა მოუწევთ. ხოლო თუკი ინციდენტი საგანმანათლებლო დაწესებულების, სკოლის ან საბავშვო მოედნის წინ მოხდება, სასჯელი 1500 ევრომდე გაიზრდება.