ცნობილი უკრაინული როკ-ჯგუფის „ანტიტილას“ წევრები კიევის დასაცავად იბრძვიან. ჯგუფის წევრების ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება. „ანტიტილას“ ვოკალისტმა ტარას ტოპილიამ ცოტა ხნის წინ ედ შირანისთვის ვიდეომიმართვაც ჩაწერა და უკრაინის მხარდამჭერ საქველმოქმედო კონცერტში ჩართვაც ითხოვა.
„ანტიტილა“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი როკკოლექტივია უკრაინაში. ისინი 2008 წელს გამოჩნდნენ და მას შემდეგ თითქმის ყველა კონცერტი ანშლაგით მიმდინარეობს. ჯგუფის ანგარიშზე 7 ალბომია, აქედან ბოლო 2022 წელს გამოვიდა.