LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპულარული წყვილი დიდი ასაკობრივი სხვაობით (ფოტო)

233

შერილ ენ კოული, იგივე ფერნანდეს-ვერსინი დღეს ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალია. გარდა იმისა, რომ ის ფანტასტიურად მღერის, არის მოცეკვავე, პროდიუსერი, სიმღერების ავტორი და წარმატებული პროექტების მსაჯი. დღეს ყველა საუბრობს მის რომანზე ბრიტანული ბოიბენდის  One Direction-ის წევრთან, ლიამ პეინთან. წყვილი უკვე ერთად გადავიდა საცხოვრებლად და არც მალავს საზოგადოებაში საკუთარ ურთიერთობას. აღსანიშნავია, რომ შერილმა და ლიამმა ერთმანეთი X Factor-ის მსვლელობისას გაიცნეს.

ამჯერად წყვილი ლონდონის თევზის რესტორანს ესტუმრა და პაპარაცებმაც არ გაუშვეს შანსი, ისინი ერთად დაეფიქსირებინათ. შერილი, რომელიც ასეევ მოდის ფუძემდებლად ითვლება, ბრწყინავდა Saint Laurent-ის ზედასა და ტყავის შარვალში, ტყავის ქურთუკში იყო გამოწყობილი ლიამ პაინიც. მიუხედავად იმისა, რომ შერილი 32 წლისაა, ლიამი კი მხოლოდ 22-ის , წყვილს შორის ასაკობრივი განსხვავება თითქმის შეუმჩნეველია. მით უმეტეს, რომ დღეს ფერნანდეს-პაინის წყვილი ბრიტანეთში ყველაზე პოპულარულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები