LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორნოსაიტს ფეხბურთში შესვლა მოუნდა

173

პორნოსაიტ Pornhub-ს რომელიმე იტალიური კლუბის სპონსორობა სურს.

საიტის ხელმძღვანელობას გონია, რომ სპორტი პორნოგრაფიული შინაარსის მასალის რეკლამისთვის მშვენიერი ადგილია.

Pornhub-ს მზადაა კლუბს, რომელიც მათ მოთხოვნებებს დააკმაყოფილებს, ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს.

“ვეძებთ ხერხს, როგორ მოვიზიდოთ საზოგადოება და ვფიქრობთ, რომ ფეხბურთი კარგი ვარიანტია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა კლუბს, განაცხადი შემოიტანონ და გამარჯვებულთან თანამშრომლობას ველოდებით”, – თქვა Pornhub-ის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ადრე პორნოსაიტი ინგლისის საფეხბურთო კლუბს, სთრითბოლის კოლექტივს ირლანდიიდან და კიდევ რამდენიმე სხვა სპორტულ ორგანიზაციას ასპონსორებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები