LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

UEFA-მ გადაწყვიტა: გუნდები დაჯარიმდებიან, თუ მათი ფეხბურთელები სპონსორების სასმელებს მაგიდიდან აიღებენ

83
7734372760cb97ca51d1c317c16bbe

რონალდუს, პოგბას და ლოკატელის საქციელს UEFA ეხმაურება, რომელიც გუნდებს მკაცრ მითითებას აძლევს. „UEFA ახსენებს მონაწილე გუნდებს, რომ პარტნიორობები ამ ტურნირის ჩატარების შემადგენელი ნაწილია“, – აცხადებენ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020-ის ორგანიზატორები.

როგორც BBC UEFA-ზე დაყრდნობით იუწყება, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020-ის მონაწილე გუნდები დაჯარიმდებიან, თუ მათი ფეხბურთელები სპონსორების სასმელებს, პრესკონფერენციების დროს, მაგიდიდან აიღებენ.

შეგახსენებთ, პორტუგალიის ეროვნული გუნდის კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ პრესკონფერეციის დროს “კოკა-კოლას” ორი ბოთლი მაგიდიდან აიღო და ადამიანებს წყლის დალევისკენ მოუწოდა. მომდევნო დღეებში ფრანგმა ფეხბურთელმა პოლ პოგმამ “ჰეინეკენის” ლუდის ბოთლი გადადგა, იტალიელმა მანუელ ლოკატელიმ კი რონალდუს საქციელი გაიმეორა და “კოკა-კოლის” ბოთლი წყლით ჩაანაცვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები