LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche 718-ის ევროპული გაყიდვები დროზე ადრე დასრულდა

110
porsche

Porsche 718-ის ევროპული გაყიდვები დროზე ადრე დასრულდა. ორკარიანი მოდელი ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების ახალ წესებს ვერ აკმაყოფილებდა, ამიტომ გერმანულ ბრენდს მისი სერიიდან ამოღება მოუწია. Porsche-ს წარმომადგენელმა ავტო გამოცემებს დაუდასტურა, რომ 718-ის შეკვეთა უკვე შეუძლებელია და გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ GT4 Rs/BOxster Spyder-ისთვის, რადგან მისი ტირაჟი მაქსიმალურად შეზღუდულია.

Porsche 718-ის ოჯახობა 2010-იანი წლების შუა პერიოდში შეიქმნა, მაშინ როცა ავტომობილის კიბერუსაფრთხოების სფეროში კანონები არც კი არსებობდა. გერმანული ბრენდი ირწმუნება, რომ კანონპროექტი რომელიც ძალაში 2024 წლის 1-ლი ივლისიდან შევა, ავტომობილის ელექტრონული არქიტექტურის ცვლილებას მოითხოვს და მსგავსი განახლება ეკონომიკურად არც თუ ისე ჭკვიანურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები