LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-მ გაყიდვების რეკორდი მოხსნა

45
porsche

ვერც პანდემიამ და ვერც მიკროჩიპების დეფიციტმა ვერ შეუშალა ხელი Porsche-ს, რომ 2021 წელს რეკორდული რაოდენობის ავტომობილი გაეყიდა. კომპანიის წლიური ანგარიშის მიხედვით, იანვრიდან დეკემბრის თვის ჩათვლით ბრენდმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 301 915 ავტომობილის რეალიზება შეძლო, რაც 2020 წელთან შედარებით 11%-ით უფრო მეტია. თანაც გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა დაფიქსირდა მთელს მსოფლიოში, მაგალითად ჩინელებმა 95 671 ავტომობილი იყიდეს (+8%), ამერიკელებმა 70 025 ეგზემპლარი, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 22%-ით უფრო მეტია.

მშობლიურ ბაზარზე Porsche-მ წელი 28 565 გაყიდული მოდელით დაასრულა, ზოგადი ევროპული გაყიდვების მაჩვენებელი 86 150 ავტომობილი იყო. ბრენდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ევროპელთა მიერ შეძენილი მოდელების 40% ჰიბრიდი ან ელექტროქარი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g