კომპანია Porsche-მ განახლებული Macan GTS წარადგინა და სიახლე Macan S-სა და Macan Turbo–ს შორის დაიკავებს ადგილს. მოდელი 2,9 ლიტრის მოცულობის ძრავითაა აღჭურვილი და მისი ცხენის ძალები 380–მდეა გაზრდილი.
ძრავი მოდერნიზებულ ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და პირველი 100 კმ–ს განვითარება 4,7 წამში შეუძლია. ეს კი ძველ მაჩვენებელზე 3–ჯერ უფრო სწრაფი გამოდის. კროსოვერის მაქსიმალური სიჩქარე 261 კმ/სთ იქნება.
Porsche Macan GTS ბაზარზე სავარაუდოდ, მომავალი წლის ზაფხულში გამოჩნდება, თუმცა გერმანელმა დილერებმა წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაიწყეს. საწყისი ფასი 77 880 ევროა, სურვილის შემთხვევაში კი ავტომობილი დამატებით ოფციებს მიიღებს, რაც ბუნებრივია, ფასზეც აისახება.