აუქციონის სახლი Mecum, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს, უნიკალურ Porsche Tempo Mikafa Camper-ს ყიდის. ფურგონი 1955 წელს 3 ეგზემპლარად გამოვიდა. მართალია, Porsche-სა და Volkswagen-ის კავშირის შესახებ ყველამ იცის, თუმცა აღნიშნულ ფურგონზე რამის თქმა ალბათ ძალიან ცოტა ადამიანს თუ შეუძლია.
ფურგონი ერთი შეხედვით, VW-ს ავტობუსს გავს და ამასთან კლასიკური სპორტქარის 356-ის აშკარა ნიშნებიც აქვს. ტექნიკური კუთხით თუ შევხედავთ, ე.წ. კემპერს „პორშესთან“ საერთო არაფერი აქვს და ის Tempo-ს ბაზაზეა აწყობილი. მას 4 ცილინდრიანი ძრავი აქვს და არც თუ ისე დიდი სიჩქარის განვითარება შეუძლია.
და ბოლოს, აუქციონის სახლს საწყისი თანხა ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა ანალოგიური ფურგონი 2017 წელს 132 000 დოლარად გაიყიდა.
https://motor.ru/news/porsche-camper-21-06-2019.htm







