კომპანიამ Porsche პირველი სრულად ელექტრონული მოდელის ფოტოები გამოაქვეყნა. კადრებში Taycan სერიული ძარით, თუმცა ჯერ ისევ კამუფლაჟითაა წარმოდგენილი.
როგორც მწარმოებელი აცხადებს, ელექტროქარი „პორშეს“ მთავარ მახასიათებლებს ზუსტად იმეორებს. საუბარია – დინამიკაზე, ემოციებსა და ხარისხზე, რაც სალონის დეტალების შერჩევისასაც იყო გათვალისწინებული. თუმცა, ბრენდი ყველაზე მეტად გამორჩეული იმითაა, რომ მძღოლი ავტომობილის მართვის პროცესში მაქსიმალურადაა ჩართული. ახალი მოდელიც ყველა ამ წესის დაცვით შეიქმნა და „პორშეს“ ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი გახდა.
და ბოლოს, რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, სპორტქარმა 600 ცხენის ძალის სიმძლავრის აგრეგატი მიიღო და პირველ „ასეულს“ 3,5 წამში ავითარებს.