ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მოსალოდნელ ჩამოსვლას “გირჩის” დეპუტატი, იაგო ხვიჩია ეხმაურება და საკუთარ ამომრჩეველს მიმართავს.
ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში: მიხეილ სააკაშვილი
როგორც ხვიჩია ამბობს, “პორშეს” გათამაშებაში გამარჯვებულს ერთადერთ ვალდებულებას დაუდებენ – თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მათ ერთი დღისთ უნდა ათხოვონ, რათა სააკაშვილს მოემსახურონ:
“სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ვენიძლავები 100 მილიონ ქართულ დოლარზე, “გირჩის” ვალუტაზე ნებისმიერ ჩემს კოლეგას, შეიძლება ჩამოვიდეს კიდეც, მაგრამ რისკის ნაწილია.
თქვენ იცით, რომ “პორშეს” ვათამაშებთ, ასევე დაპირება გვაქვს, რომ სააკაშვილი თუ ჩამოვა, “პორშეთი” მივიყვანთ საჭირო ადგილზე. “პორშეს” გათამაშებაში გამარჯვებულს ერთადერთ ვალდებულებას რასაც ვუდებთ, იქნება ის, რომ თუ სააკაშვილი ჩამოვა, ერთი დღით გვათხოვოს, რომ სააკაშვილს მოვემსახუროთ. სააკაშვილს ყველასგან სხვადასხვა რამ ელის, ზოგისგან ჩახუტება, ზოგისგან “პორშეთი” გასეირნება, ზოგისგან არცთუ სასიამოვნო რაღაცები და “ქართული ოცნება” რას იზამს, ვნახოთ.” – თქვა ხვიჩიამ.
რაც შეეხება კითხვას, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილს დააპატიმრებენ, მიაცილებენ თუ არა მას ციხეში “პორშეთი”, ხვიჩია პასუხობს “ციხემდე “პორშეთი” ვერ მიაცილებ, იქ სხვა მანქანით დადიან, თუმცა, საუბარი ხომ იმაზეა, რომ ციხე კი არა, ტრიუმფი ელოდება ადამიანს”.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2 ოქტომბრისთვის საქართველოში ჩამოვა. მან ავიაბილეთის დამადასტურებელი ფოტოც გამოაქვეყნა და თქვა, რომ 2 ოქტომბრის საღამოსთვის, საზოგადოებასთან ერთად უნდა იყოს თბილისში, მოქალაქეებთან ერთად უნდა დაიცვას მათი ნება და მათთან ერთად მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის გადარჩენაში.