LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პორტალი“ – ხარისხის ერთგულებით მოპოვებული სტაბილურობა და წარმატება

908
ნინუცა ლოთიკაშვილი

საწვავის ბაზარზე, სადაც ხარისხსა და სანდოობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, სტაბილურობას ძალიან ცოტა კომპანია ინარჩუნებს. მათ შორისაა „პორტალი“ – ნავთობპროდუქტების იმპორტიორ-სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ევროპული სტანდარტების შესაბამის პროდუქციას სთავაზობს.

ნინუცა ლოთიკაშვილი, კომპანიის „პორტალი“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

– კომპანია „პორტალი“ საქართველოს ბაზარზე 13 წელია, რაც ოპერირებს. თავდაპირველად საქმიანობა საბითუმო სექტორში დავიწყეთ (და დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე საწვავის საბითუმო რეალიზაციას კონკურენტულ ფასად ვახდენთ), რისი წყალობითაც ამჟამად 500-მდე კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. შემდეგ უკვე საცალო ვაჭრობის ქსელის შენება დავიწყეთ და დღეისთვის, დაახლოებით, 50 ავტოგასამართ სადგურს ვფლობთ ქვეყნის მასშტაბით, აქედან, დაახლოებით, 20 ავტოგასამართი სადგური თბილისსა და მის შემოგარენში მდებარეობს.

საბითუმო სექტორში წარმატებულად საქმიანობაში ხელი შეგვიწყო საკუთარმა ნავთობბაზამ, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობისაა (21 000 000 ლიტრიანი). მუდმივი, უწყვეტი მარაგები, რის საშუალებასაც გვაძლევს ეს ბაზა, ბაზარზე გვანიჭებს პრივილეგიას, სხვა კომპანიებთან შედარებით, სანდოობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, მუდმივად ორიენტირებულები ვართ ხარისხზე. აქამდე ამასთან დაკავშირებით დიდი მარკეტინგული აქტივობები არ გვქონია, რის გამოც „პორტალი“ საცალო ქსელში ნაკლებად ჩანდა, მაგრამ ბოლო დროს გადავწყვიტეთ, მეტი შევატყობინოთ საზოგადოებას ჩვენი კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ხარისხი და მუდმივი მარაგები უზრუნველყოფს ჩვენს სტაბილურობას და წარმატებას ბაზარზე.

– რა ტიპის საწვავს სთავაზობთ მომხმარებლებს?

– ჩვენ გვაქვს უმაღლესი ხარისხის, ევროპული სტანდარტების საწვავი – სუპერი, პრემიუმი, ევრორეგულარი და დიზელი. ჩვენი ხარისხის დასამოწმებლად მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ის ფაქტი, რომ „პორტალის“ საწვავს აქტიურად მოიხმარენ ავტოსპორტის წარმომადგენლები. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ამ სფეროსთვის ხარისხიანი საწვავი უმნიშვნელოვანესია.

– კომპანიები მომხმარებლების ყურადღების ცენტრში ყოფნას სხვადასხვა წამახალისებელი შეთავაზებებითაც ცდილობენ. მოგვიყევით „პორტალის“ მიმდინარე აქციების შესახებ.

– დავიწყოთ იმით, რომ მუდმივად გვაქვს კვირის აქცია, რომლის ფარგლებშიც ჩვენს ქსელში ნებისმიერ საწვავს 10 თეთრი აკლდება. ამჟამად გვაქვს მიმდინარე, ორთვიანი აქცია – 10 თეთრიანი ფასდაკლება ევრორეგულარზე ყოველ ოთხშაბათს, ჩვენი ქსელის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ხარისხის მაღალ სტანდარტს ვიჭერთ, ყოველთვის ვცდილობთ, გვქონდეს ლოგიკური ფასი, ვზრუნავთ, რომ საწვავზე გაბერილი ღირებულებით არ გავაღიზიანოთ მომხმარებელი.

– „პორტალის“ სამომავლო გეგმებზეც გავამახვილოთ ყურადღება.

– კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ – მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტოგასამართი სადგურების დამატებას. ინერგება ლოიალობის პროგრამებიც. ჩვენ ახლაც გვაქვს ფასდაკლების ბარათი და კორპორაციული კლიენტების მომსახურების სერვისი სპეციალური შეთავაზებებით. აქვე აღვნიშნავ, რომ საწვავის გატანა შესაძლებელია ჩვენი ნავთობბაზიდანაც, ასევე, შეგვიძლია მიტანაც უზრუნველვყოთ. ძალიან მალე გვექნება დაგროვების ბარათები და ელექტრონული ტალონი, რომლის შეძენაც მომხმარებელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლება. შესაბამისად, მომხმარებლებმა აუცილებლად უნდა გამოიწერონ ჩვენი გვერდები სოციალურ ქსელებში, გვადევნონ თვალი, ჩვენ ბაზარს მუდმივად ვთავაზობთ სიახლეებს, აქციებს, საჩუქრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g