LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალიაში მიმავალ მგზავრებს ქალაქი შეეშალათ და ნიგერიაში აღმოჩნდნენ

124
image-14bb2fd387

ორმა ბრიტანელმა ტურისტმა პორტუგალიის ავიაბილეთები დაჯავშნა, თუმცა ნიგერიაში აღმოჩნდა, რადგან ქალაქები აერია. შესაბამისი ვიდეო მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს და პოსტს ყურადღება The Sun-მა მიაქცია.

მოგზაურები პორტუგალიის ლაგოსში უნდა ჩაფრენილიყვნენ, თუმცა ბილეთების შეძენის დროს შეცდომა დაუშვეს და გაემართნენ ანალოგიური სახელის მქონე ქალაქში, რომელიც აფრიკულ ქვეყანაში მდებარეობს. როგორც ტაბლოიდი წერს, ორ ლაგოსს შორის მანძილი 5,5 ათას კილომეტრს აჭარბებს.

გოგონების მიერ გადაღებული ვიდეო ვირუსული გახდა და 2 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. „დანიშნულების ადგილს ჩაჯდომის წინ აცხადებენ, მასზე საუბრობენ თვითმფრინავშიც. ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა“, – გაოცებას ვერ მალავენ ინტერნეტ მომხმარებლები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები