LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალიის მარგალიტი – პორტო და მისი ღირსშესანიშნაობები – „ბონ ვოიაჟი“

840
პორტო

საოცარი სანაპირო ზოლი,ფერადი შენობები და სტუმართმოყვარე ხალხი პორტუგალიის ამ ქალაქს მიმზიდველსა და პოპულარულს ხდის მოგზაურებს შორის. რუბრიკა „ბონ ვოიაჟი“ამჯერად პორტოში გეპატიჟებათ.

პორტო ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქია.ცნობილი პორტვეინის სამშობლო იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაში შედის და სანაპირო ბულვარებს, ლამაზ წიგნის მაღაზიებს, ცოცხალ ბაზრობებს და შთამბეჭდავი არქიტექტურის შენობებს აერთიანებს. აქ ყველა სეზონი ლამაზია, მაგრამ სანაპიროდან გამომდინარე რა თქმა უნდა, ყველაზე აქტიურია სეზონისთვის.

სანაპიროები:

სანაპირო ზოლი წვრილი ქვითაა დაფარული და კლდოვანი ყურეები ეგზოტიკურ სანახაობას ქმნის. გამორჩეულია მატოზინიუშშისა და ეშპინიუზეს პლაჟები. ასევე Piscina das Marés-ის ატლანტის ოკეანეში მოწყობილი აუზები,რომელთა დიაზინიც 1960 წელს შეიქმნა.

რიბეირას კვარტალი

გასეირნება ფერადი რიბეირას კვარტალით შეგიძლიათ დაიწყოთ.ამ ქალაქის კიდევ ერთი მშვენება ულამაზესი ხიდებია,თუმცა გამორჩეულია რიბეირასა და ქალაქ ვილა ნოვა დი გაიას დამაკავშირებელი ლუიშ პირველის ხიდი. იქიდან ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება და ტურისტებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

წიგნის მაღაზია ლელო

ეს ისტორიული მაღაზია ამბობენ, რომ ჰარი პოტერის ინსპირაციაც კი გახდა. შენობა 1906 წელს ააგეს და ფასადი ნეო-გოტიკური მხატვრობითაა მოხატული. ეს ადგილი ნამდვილად უნდა მოინახულოთ. მაღაზიას წარწერა „არსი – შრომაშია“ამშვენებს.

ყვავილების ქუჩა

ფეხით გასეირნებისა და საუცხოო გარემოში ფოტოებისთვის მე-16-ე საუკუნის ყვავილების ქუჩად წოდებული ლოკაცია გელით,სადაც უამრავი ბაღია

ტაძარი:Igreja do Carmo

გამორჩეულია მე-18 საუკუნეში აგებული კათოლიკური კათედრალი, ცისფერი და თეთრი აგურებით შექმნილი ულამაზესი კედლით.ტაძარი ქალაქის ყველაზე მაღალ ადგილზეა აღმართული. შთამბეჭდავია როგორც გარე ფასადი ასევე შიდა ინტერიერი და უნიკალური ფრესკები.

კლერიგუშის კოშკი

მოინახულეთ პორტოს ერთ-ერთი სიმბოლო კლერიგუშის კოშკი, რომელიც ყველაზე მაღალი ნაგებობაა ქვეყანაში. მისი სიმაღლე 75 მ-ია. ვიწრო კიბით სამრეკლოზე ასვლა ადვილი საქმე არ არის,თუმცა სათვალთვალო გემბანიდან განსაცვიფრებელი ხედი იშლება.

არაბიდას ხიდი

1963 წელს არაბიდას ხიდი იყო ყველაზე დიდი ბეტონის თაღი მსოფლიოში. 2016 წლიდან თაღი გახდა ერთადერთი ევროპაში, რომელიც ღიაა ვიზიტორებისთვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გქონდეთ წვდომა შენობასთან, რომელიც 53 წლის განმავლობაში დაკეტილი იყო საზოგადოებისთვის. ხიდი მდინარიდან 65 მეტრზეა და მის ზედაპირზე ასავლელად 262 საფეხურის ასვლაა საჭირო.

მოაწყვეთ გასეირნება პორტოს ცენტრალურ პარკში 205 ჰექტარი მწვანე ფართით, პორტოს ცენტრალური პარკი არის უდიდესი ურბანული პარკი პორტუგალიაში. ის მე-20 საუკუნის 100 ყველაზე ღირსშესანიშნავ ნამუშევრებს შორისა პორტუგალიაში.პარკს აქვს ბილიკების ფართო ქსელი,რამდენიმე დასასვენებელი ადგილი და უამრავი სახეობის მცენარეული საფარი. აქვე იხილავთ აკვარიუმსაც.

მუზეუმები მუზეუმების მოყვარულები ტრამვაის,ნაციონალურ და თანამედროვე ხელოვნების,სამხედრო და პრესის მუზეუმებს უნდა ეწვიონ. რკინიგზის სადგური

სან ბენტუ

პორტოს ღირსშესანიშნაობებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია რკინიგზის სადგურ სან ბენტუს. ის მთელ მსოფლიოში ულამაზეს სადგურად არის მიჩნეული. კერამიკული ფილების ნახატს,რომლითაც მოპირკეთებულია სადგური მხატვარი ჟორჟ კოლასი 10 წელი ქმნიდა. საერთო ჯამში ამ მოზაიკის შექმნაზე ცისფერი და თეთრი ტონალობის 20 ათასი ფილა დაიხარჯა.

საინტერესო და ისტორიული შენობაა ასევე მერიის შენობა,რომელიც 1920 წლით თარიღდება. ამ ნეოკლასიკურ შენობას საათის კოშკი ამშვენებს.

გირჩევთ მოინახულოთ მუსიკის სახლიც. შენობა დააპროექტა გამოჩენილმა ჰოლანდიელმა არქიტექტორმა რემ კულჰასიმ. ნაგებობა თავისი თამამი არქიტექტურით მასპინძლობს ყველა სახის მუსიკას – კლასიკურიდან ელექტრონულამდე.

რაც შეეხება კვებას, ეწვიეთ ბაზრობის ფერად შენობას,სადაც ახალ და გემრიელ პროდუქციას დააგემოვნებთ. ლანჩისთვის განკუთვნილ დარბაზში ტრადიციულ კერძებსაც გასინჯავთ. აქ ასევე სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება. მათ შორის, ცოცხალი მუსიკის დღეები და სხვადასხვა საჭმლის დამზადების დემონსტრაციები. რა თქმა უნდა მყუდრო კაფე ბარებსა და ადგილობრივ რესტორნებს აქ უხვად შეხვდებით. არ გამოგრჩეთ პორტვეინის დაგემოვნება,რომელსაც Casa Ramos Pinto-ს ქარხანაში გირჩევდით,რომელიც ჯერ კიდევ 1880 წელს დააარსეს ძმებმა რამოსებმა. და ბოლოს,ღამის გასათევი ადგილები: სასტუმროებს აქ ყველა გემოვნებისთვის ნახავთ,ხოლო გადასაადგილებლად მეტრო ყველაზე კომფორტული საშუალებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g