LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Post Europ – მა ქართული მარკის შესახებ ინფორმაცია ევროპის მასშტაბით გაავრცელა

72
Europa 2021

ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანებამ Post Europ – მა თავის ოფიციალურ ვებ და სოციალურ გვერდებზე გაავრცელა ინფორმაცია ქართული მარკის შესახებ, რომელზეც გამოსახულია გადაშენების პირას მყოფი საკმლის ხე, ქურციკი და  ბექობის არწივი. აღნიშნული მარკა Europa 2021 შექმნილია Post Europ – ის ეგიდით და მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებისადმი.

აღნიშნული მარკა საქართველოში 2021 წლის ოქტომბრიდან არის მიმოქცევაში, საქართველოს ფოსტის 81 სერვისცენტრში, საქართველოს მასშტაბით. Post Europ – ის მეშვეობით კი მის შესახებ ინფორმაცია ევროპის მასშტაბით გავრცელდა. აღნიშნულით, გაიზრდება იმ აუდიტორიის რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ ინფორმაციას საქართველოში არსებული ფლორისა და ფაუნის უნიკალური წარმომადგენლების შესახებ.

Post Europ აქციას 2012 წლიდან ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები