LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Prada გადაარჩენს მომაკვდავ ლეგენდას? Versace  €1,25 მილიარდად გაიყიდა

652
1366x768_cmsv2_21d219dc-1568-5e2d-bf79-87952553a2e1-9569885

Prada-მ Versace 1,25 მილიარდ ევროდ იყიდა.

მედუზას ლეგენდარული ოქროსფერი თავი – სიმბოლო, რომელიც მოდის სახლის დამფუძნებელმა ჯანი ვერსაჩემ პირველად  რომაულ ნანგრევებში, რეჯო-დი-კალაბრიაში დაინახა, ახლა ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის ხელში გადადის.

Prada-მ დაასრულა 1,25 მილიარდ ევროდ შეფასებული შეთანხმება, რომელიც Versace-ს, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ იტალიურ მოდის სახლს, მილანის მოდის იმპერიის ქვეშ აერთიანებს.

ეს Prada Group-ის 112-წლიან ისტორიაში ყველაზე დიდი გარიგებაა.

გარიგება ასევე ასრულებს Versace-ს შვიდწლიან ყოფნას Capri Holdings-ის შემადგენლობაში – ამერიკულ საჯარო ჯგუფში, რომელსაც Michael Kors და Jimmy Choo ეკუთვნის და რომელმაც Versace 2018 წელს 1,8 მილიარდ დოლარად (1,54 მილიარდ ევროდ) იყიდა.

გარიგება Versace-სთვის ურთულეს პერიოდს დაემთხვა: ბრენდი რომლის კოლექციებიც წარსულში ეპოქას განსაზღვრავდა, ბოლო წლებში ევროპულ ლუქს გიგანტებთან ვეღარაფერს ხდებოდა.

დონატელა ვერსაჩე, ჯანის უმცროსი და, რომელმაც ბრენდი 1997 წელს მისი მკვლელობის შემდეგ ჩაიბარა, მარტში წავიდა და თითქმის ნახევარ საუკუნოვანი ოჯახური საქმე დაასრულა. მან ხელმძღვანელობა გადაულოცა დარიო ვიტალეს – დიზაინერს, რომელსაც Prada Group-ში მრავალი წელი ჰქონდა გატარებული.

უკიდურესად სარფიანი სექტორი

2024 წელს Prada Group-ს 5,43 მილიარდი ევროს გაყიდვები ჰქონდა, რაც 2023 წელთან შედარებით 17%-ით უფრო მეტია. ამავე წელს ბრენდის EBIT (მოგება პროცენტის და გადასახადის გამოკლებით) დაახლოებით 1,28 მილიარდ ევრო იყო, ხოლო სუფთა მოგება დაახლოებით 839 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

იტალიურ სავაჭრო რეესტრში არსებული მონაცემებით, Versace-ს ბრუნვამ 2024 წელს დაახლოებით 638,42 მილიონი ევრო შეადგინა.

მსოფლიოში ლუქს ნივთების 50-55%-ს იტალიაში აწარმოებენ, რაც იტალიურ მოდის სახლებს ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებს. 

2025 წლის ანგარიშის მიხედვით, მოდის სექტორი იტალიის მშპ-ის 5%-ს შეადგენს, ქმნის 1,2 მილიონ სამუშაო ადგილს და  მნიშვნელოვანი წილი აქვს გლობალური ლუქს წარმოების ბაზარზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g