პრაღაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნისლიან დღეებში უფასო იქნება. ჩეხეთის დედაქალაქში გადაწყვიტეს, რომ ჰაერის დაბინძურებას ყველა მეთოდით ებრძოლონ და მაშინ როცა ჰაერში მავნე ნივთიერებების დონე აიწევს – ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.
ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ სიახლე ადგილობრივებს ძალიან მოეწონებათ და ავტომობილს ერთი დღით მაინც სახლში დატოვებენ. უფასო დღეების შესახებ კი შეტყობინებას პრაღელები სატრანსპორტო აპლიკაციებში ან უბრალოდ მესიჯით მიიღებენ ხოლმე.
აღსანიშნავია, რომ ნისლიან დღეებში ავტომობილის სახლში დატოვების თხოვნით მთავრობას მოსახლეობისთვის ადრეც არაერთხელ მიუმართავს, თუმცა დამატებითი სტიმულის გარეშე თხოვნამ შედეგი ვერ გამოიღო.