LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღაში მალე ტრამვაის გაქირავება დაიწყებენ

40

პრაღაში სულ მალე ტრამვაის გაქირავება დაიწყებენ. ტრანსპორტის დაქირავება ნებისმიერ მსურველს შეეძლება და მისი მთავარი დანიშნულება სავარაუდოდ, წვეულებების მასპინძლობა იქნება. გასაქირავებლად კი ჩამოწერილ ტრანსპორტს, მოდელ T3-ს გამოიყენებენ. ტრამვაი 1960-1976 წლების გამოშვებაა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, მას სრულიად განაახლებენ, ამის შემდეგ კი კორპორატიული საღამოებისთვის გააქირავებენ. პირველ ვაგონში ბარი განთავსდება, ტრამვაის ბოლოსკენ კი საცეკვაო მოედანი მოეწყობა.

აღსანიშნავია, რომ ტრამვაის განახლება იანვრიდან დაიწყება და მისი გამოყენება მსურველებს 2018 წლის სექტემბრიდან შეეძლებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები