ჩეხეთის დედაქალაქის ადმინისტრაციამ მდინარე ვლტავას შესწავლა დაიწყო და მასზე ახალი ტრანსპორტის დანიშვნას სერიოზულად განიხილავს. პროექტის მიხედვით, წყლის ტრამვაი საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილად უნდა იქცეს და მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ უნდა ქონდეს.
წინასწარი ინფორმაციით, ვლტავაზე 3 მარშრუტი იმოძრავებს. პირველი ეს იქნება – სამხრეთი ანუ დინების საწინააღმდეგო გზა; მეორე – იგივე შუა მარშრუტი – ქალაქის ცენტრს მოიცავს და სამ კუნძულს გააერთიანებს, ის მთავარ რესტორნებთან და პარკებთან ივლის. მესამე კი გახდება ჩრდილოეთის ხაზი, რომელიც მდინარის ქვედა დინებას მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ პრაღა არ არის პირველი ევროპული ქალაქი რომელიც მდინარის ტრამვაის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილად აქცევს და მაგალითად ანტვერპენს (ბელგიას) ამ კუთხით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.