LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღის ცენტრში ახალ გალერეას ააშენებენ

47

პრაღის ცენტრში ახალ გალერეას ააშენებენ. პროექტის ავტორების ინფორმაციით, სიახლე ქალაქის უნიკალური არქიტექტურისგან რადიკალურად განსხვავებული და გამორჩეული იქნება. რევოლუციის მოედნის ბოლოში, ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე ააგებენ ოვალური ფორმის ოქროსფერ შენობას, რომელიც გარედან მთლიანად მინით იქნება დაფარული.

ხელოვნების გალერეას გარეგნულად საბურავის ფორმა ექნება, რაც პრაღის ისტორიულ ნაწილს სრულიად განსხვავებულ იერსახეს მისცემს. ქალაქის მერის ინფორმაციით, გალერეა ძირითადად საერთაშორისო მხატვრებზე იქნება ორიენტირებული, თუმცა ამასთან ერთად დამთვალიერებლებს ცნობილი ჩეხი ხელოვანების ნამუშევრების ნახვაც შეეძლებათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები