„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის შენობასთან მდუმარე აქციაზე შესვლა სცადეს, თუმცა მათ ამის უფლებას სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები არ აძლევენ.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ძალები მიიყვანეს.
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების მისამართით ქვებს, კვერცხებსა და ბოთლებს ისვრიან.