LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაიმარკი: თბილისში ტანსაცმლის მსოფლიო ბრენდი შემოვიდა

968

თბილისში ტანსაცმლის მსოფლიო ბრენდ „პრაიმარკის“ პირველი მაღაზია იხსნება. ბრენდის ფილიალი „გლდანი სითი მოლში“ განთავსდა. აქ მომხმარებელს საწყის ეტაპზე მხოლოდ 10 წლამდე ბავშვების ტანსაცმლის შეძენა შეეძლება. სამომავლოდ კი საქართველოში „პრაიმარკის“ უფროსების ხაზიც გამოჩნდება.

როგორც ”ფორტუნას” „პრაიმარკის“ საქართველოს წარმომადგენლობიდან აცნობეს, პირველი მაღაზია 11 მარტს, 10 სააათზე გაიხსნება. 16 საათზე კი დაგეგმილია გახსნის ოფიციალური ღონისძიება, სადაც პატარებს მულტფილმების გმირები და სხვადასხვა სიურპრიზები ელით. მათივე ინფორმაციით, ცნობილი ბრენდი ქართულ ბაზარზე გაფართოებას უახლოეს მომავალშიც გეგმავს. აპრილიდან „პრაიმარკის“ მეორე ფილიალი „ისთ ფოინთში“ გაიხსნება.

„გლდანი სითი მოლში“ „პრაიმარკის” მაღაზიაში სტუმრობა კი ყოველდღე 10-დან 22 საათამდეა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g