შერის 49 წლის ვაჟმა, ელაიაჯა ბლუ ოლმენმა განაცხადა, რომ დედამ მას ფინანსური დახმარება შეუწყვიტა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა TMZ სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
ჯულია ენდრიუსის შვილთაშვილი შერის შვილიშვილი აღმოჩნდა – შოკისმომგვრელი აღმოჩენა
ელაიჯამ სასამართლოს მიმართა თხოვნით, გადახედონ იმ ალიმენტის ოდენობას, რომელსაც ყოფილ მეუღლეს ყოველთვიურად უხდის. წყვილი 2025 წელს, 11-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა, რის შემდეგაც სასამართლომ ელაიჯას მეუღლის ფინანსური უზრუნველყოფა დააკისრა.
დოკუმენტების მიხედვით, მისი ყოფილი ცოლი ამტკიცებს, რომ ელაიჯას თვიური შემოსავალი დაახლოებით 20 ათასი დოლარია, თუმცა თავად მუსიკოსი ამბობს, რომ მისი ერთადერთი შემოსავალი გარდაცვლილი მამისგან, გრეგ ოლმენისგან მიღებული თანხაა, თვეში 10 ათასი დოლარი. მისი თქმით, გადასახადების გადახდის შემდეგ ხელზე მხოლოდ 6,8 ათასი დოლარი რჩება, მაშინ როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით ყოფილ მეუღლეს 6,5 ათასი დოლარი უნდა გადაურიცხოს.
ელაიჯა ამტკიცებს, რომ ასეთ პირობებში პრაქტიკულად საარსებო თანხის გარეშე რჩება და ხაზს უსვამს, რომ დედისგან რეგულარულ ფინანსურ დახმარებასაც აღარ იღებს.
აღსანიშნავია, რომ ამ წლის მარტში ელაიჯა ქურდობისა და საცხოვრებელ სახლში უკანონო შეღწევის ბრალდებით დააკავეს. ამჟამად ის დროებით ფსიქიატრიულ კლინიკაში გადის მკურნალობას.
ცნობისთვის, გასულ თვეს, მედიაში დაუჯერებელი ამბავი გავრცელდა. 80 წლის მომღერალმა, შერიმ აღმოაჩინა, რომ თურმე 15 წლის შვილიშვილი ჰყავს. მან ამის შესახებ აქამდე არ იცოდა.
საქმე ისაა, რომ მის შვილს, სწორედ ელაიჯა ბლუ ოლმენს წლების წინ ჰქონდა ხანმოკლე ურთიერთობა ჯულია ენდრიუსის შვილიშვილთან, კეიტი ედვრდასთან. ამ ურთიერთობიდან დაიბადა გოგონა, ევერი რომელიც ახლა 15 წლისაა. კეიტის თქმით, ელაიჯამ იცოდა ბავშვის არსებობის შესახებ, თუმცა მის ცხოვრებაში აქტიურად არ იღებდა მონაწილეობას.
ელაიჯამ ეს საიდუმლო 2021 წელს გაამხილა. როგორც ირკვევა, შერიმ თავად დაურეკა ბავშვის დედას და ჰკითხა, მართალი იყო თუ არა ყოველივე ეს და დასტურიც მიიღო.
აღსანიშნავია, რომ შერის ახლად აღმოჩენილი შვილიშვილი, ცნობილი მსახიობის, ჯულია ენდრიუსის შვილთაშვილია.

