LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გოგოებო, ვინც ვერ თხოვდებით, ეს 80 წლის შერიმ შეძლო, თანაც 40 წლით უმცროს მამაკაცზე“ – შერიმ ფარულად იქორწინა?

189
page

ლეგენდარული მომღერალი შერი კვლავ მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. დასავლურ მედიაში გავრცელდა ვარაუდი, რომ მან შესაძლოა, თავის 39 წლის ბოიფრენდზე მუსიკალურ პროდიუსერზე, ალექსანდერ ედვარდსზე ფარულად იქორწინა.

ჭორები მას შემდეგ გაჩნდა, რაც პაპარაცებმა მომღერალი სულ ცოტა ხნის წინ გადაიღეს. საზოგადოების ყურადღება ყველაზე მეტად მის მარცხენა ხელზე, უსახელო თითზე გაკეთებულმა დიდი ბრილიანტის ბეჭედმა მიიპყრო.

შერი 80 წლის იუბილეზე 40 წლით უმცროს ალექსანდრე ედვადსზე დაქორწინდება – უახლესი დეტალები

ცნობისთვის, შერიმ და ალექსანდერ ედვარდსმა ურთიერთობა 2022 წლის ნოემბერში დაიწყეს.

„გოგოებო, ვინც ვერ თხოვდებით, ეს 80 წლის შერიმ გააკეთა, თანაც 40 წლით უმცროს მამაკაცზე“, „შერიმ წარმოუდგენელი რამ შეძლო“, „მიბაძეთ ყველამ შერის“, „ცხოვრება 80 წლის შემდეგ იწყება“,- არ წყდება კომენტარები.

შერი მანამდე ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი მეუღლეები მუსიკოსი, სონი ბონო და მომღერალი გრეგ ოლმენი იყვნენ. სხვადასხვა პერიოდში მომღერალს რომანები ჰქონდა ასევე ტომ კრუზთან, გიტარისტ, რიჩი სამბორასთან და სცენარისტთან რონ ზიმერმანთან.

„ჩვენ უბრალოდ მაგრად ვერთობით“ – 79 წლის შერი 40 წლის უმცროსი შეყვარებულის შესახებ ალაპარაკდა

79 წლის შერი, 40 წლით უმცროსი საქმროს გვერდით, კვლავ გვიმტკიცებს, რომ ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები