LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 31 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდება

82

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 31 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდება. 2030-ის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, „ღვინის ქალაქის“ გახსნის ფარგლებში გაიმართება, რომელიც ხვალ არის დაგეგმილი.

„ღვინის ქალაქის“ უდიდესი ნაწილი დაეთმობა მუზეუმს, რომელიც მუდმივ გამოფენასთან ერთად, წელიწადში ერთხელ უმასპინძლებს საზაფხულო გამოფენას – „მოწვეული ვენახი“, ასევე – სხვადასხვა დროებით გამოფენას, დეგუსტაციებს, ღვინოსთან დაკავშირებულ სამეცნიერო კონფერენციებსა და კულტურულ ღონიძიებებს. ბორდოს “ღვინის ქალაქის” გამოფენათა ციკლის – „მოწვეული ვენახი“ პირველი გამოფენა, სახელწოდებით„საქართველო – მეღვინეობის აკვანი“, 2017 წელს საქართველოს მიეძღვნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ბორდოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი იმყოფებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g