LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა” – ნინო გიორგობიანი

167
ფორტუნა - 2023-09-07T111746.649

მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში კერძო ვიზიტის თაობაზე სოციალურ ქსელში წერს.

„კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ სკანდალის აგორებას იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა საკუთარ შვილთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა.

ახალ სკანდალს ეძებენ, თუმცა ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც სკანდალური არაფერია. ყველა ადამიანს აქვს სურვილი და უფლებაც მისი შვილისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს მის გვერდით იყოს. მით უმეტეს არც კანონი დარღვეულა და არც სახელმწიფო ხარჯები გაწეულა.
მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, სადაც ასახულია ყველა გაწეული ხარჯი, შესაბამისად, დაელოდეთ შემდეგი დეკლარაციის გამოქვეყნებას.“. – წერს ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

 

კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ სკანდალის აგორებას იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი…

Posted by Nino Giorgobiani on Wednesday, September 6, 2023

 

ცნობისთვის, 2022 წლის 17 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ ნუნუკა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ცნობა, რომ მათი შვილი ნიკოლოზ ღარიბაშვილი აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში ისწავლის.

ფოტო: „წარმატებები დე“ – ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზ ღარიბაშვილი აშშ-ში ისწავლის

გია ვოლსკი: „ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება აშშ-ში, არ იმყოფება ბოტოქსის გასაკეთებლად, ისე როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფებოდა, ღარიბაშვილი თავის შვილს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე არ ასწავლის…ისეთივე ადამიანია, როგორც ჩვენ ვართ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g