„პრემიერ მინისტრის მისვლა საქართველოს პარლამენტში ძალიან დაგვიანებულია“,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობამ გასული 3 თვიანი პერიოდი ფაქტობრივად გაფლანგა, რადგანაც მათი მხრიდან არცერთი კონკრეტული გეგმა წარმოდგენილი არ ყოფილა.
სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს კითხვები „ევროპულ საქართველოს“ პრემიერ მინისტრთან ხვალ პარლამენტში, სადაც გიორგი გახარია დეპუტატებს კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებულ ანგარიშს წარუდგენს.
"საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანამ ჩაატაროს წარმატებული, სრულად ღია, დემოკრატიული არჩევნები" - გიორგი გახარია.
პრემიერი მზად არის პარლამენტის ტრიბუნიდან უპასუხოს კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდა
გამომდინარე აქედან, ჩვენი შეკითხვები ორ ნაწილად გაიყო.
როგორ რეაგირებდა კრიზისის პერიოდში მთავრობა და არამხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. კარგია, რომ გვყავს ცოტა გარდაცვლილი ადამიანი, თუმცა ძალიან მძიმეა ეკონომიკური მდგომარეობა.
გვაქვს კითხვის ნიშნები მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის, ასევე კეთილსინდისიერების მიმართულებით. ჩვენ ვნახეთ არაერთი კორუფციული გარიგება. ვნახეთ გაფლანგული თანხები და სხვადასხვა რეგიონებში დარიგებული პრემიები.
პრემიერი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის მუშაობის შესახებ ისაუბრებს, წლიურ ანგარიშს კი დეპუტატები ივნისში მოისმენენ.
გიორგი გახარიას პარლამენტში 27 მაისს ელოდებიან
ჩვენ არ ვიცით რა არის მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა. არ გვინახავს საგანგებო ბიუჯეტი, რომელიც დღემდე არ არის პარლამენტში შემოტანილი.
ეს 3 თვიანი პერიოდი ფაქტობრივად გაიფლანგა მთავრობის მხრიდან“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვალ პარლამენტში ელოდებიან. გიორგი გახარია დეპუტატებს კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებულ ანგარიშს წარუდგენს.