მრავალი „გრემის“ მფლობელმა 19 წლის არტისტმა, ბილი აილიაშმა ახალი ნამუშევარი, Lost Cause გაავრცელა. თავდაპირველად ბილიმ ვიდეოს „თიზერი“ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.
„სიმღერა და ვიდეო ახლა, კლიპის გადაღების პროცესი საოცრად ცხელი იყო“, – წერს ვარსკვლავი.
აღსანიშნავია, რომ ახალ კლიპში აილიში გოგონების გარემოცვაში ცეკვავს და საკმაოდ თამამ სცენებშიც იღებს მონაწილეობას.