გერი ბარლოუ ახალი დისკის გამოსაშვებად ემზადება. Music Played by Humans – ასე ჰქვია Take That-ის ვოკალისტის მესამე სოლო სტუდიურ ალბომს, რომლის რელიზი 27 ნოემბერს შედგება.
ფირფიტის გამოსვლამდე, ინგლისელმა მომღერალმა კანადელ და კოლუმბიელ კოლეგებთან, მაიკლ ბუბლესთან და სებასტიან იატრასთან ითანამშრომლა და თაყვანისმცემლებს ჩანაწერის ლიდ სინგლი – Elita შესთავაზა.
სინგლის რელიზი 30 სექტემბერს შედგა, რამდენიმე საათის წინ კი ინტერნეტში სიმღერის კლიპიც გავრცელდა.
აღსანიშნავია, რომ ვიდეო, რომლის რეჟისორი – ვონ არლენია, დისტანციურად შეიქმნა. კადრები მუსიკალური რგოლისთვის ბარლოუმ ლონდონში, ბუბლეიმ – ვანკუვერში, ხოლო იატრამ – მაიამიში ჩაწერა.
https://www.youtube.com/watch?v=m4d0U9l2Mls