LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა: გვენ სტეფანი ჰიტის Don’t Speak ქანთრი ვერსიას ავრცელებს

68
safe-image

როგორც ცნობილია, პოპ-ვარსკვლავი, გვენ სტეფანი უკვე 5 წელია ქანთრი მომღერალს, ბლეიკ შელტონს ხვდება. მიმდინარე წელს ინფორმაცია გავრცელდა, რომ როგორც კი პანდემიის გამო ყველანაირი შეზღუდვა მოიხსნება, ისინი დიდ ქორწილს გადაიხდიან.

როგორც ჩანს, გვენის კარიერასა და მუსიკალურ გემოვნებას რჩეულის გავლენა დაეტყო. ვარსკვლავმა სულ ცოტა ხნის წინ თავისი ლეგენდარული ჰიტის, Don’t Speak ქანთრი ვერსია გაავრცელა. კლიპის პრემიერა ჯიმი ფელონის შოუში შედგა. 51 წლის არტისტსი ქანთრი ალბომზე მუშაობს.

https://www.youtube.com/watch?v=_GzCLfPmx84&feature=emb_title

 

შეგახსენებთ, Don’t Speak 1995 წელს გამოვიდა, კომპოზიციამ  ჯგუფ No Doubt-ს არნახული წარმატება მოუტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები