LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა: გვენ სტეფანი საქორწინო კაბაში – ბლეიკ შელტონისა  და მისი შეყვარებულის პირველი ერთობლივი კლიპი

122
page

გვენ სტეფანისა და ქანთრი მომღერლის, ბლეიკ შელტონის  რომანის შესახებ ბევრს წერდნენ, მათ ერთმანეთი მუსიკალური პროექტი „ვოისის“ ჟიურიში ყოფნისას გაიცნეს, იმ დროს ორივე დაქორწინებულო იყო, თუმცა ორივე ვარსკვლავი  2015 წელს გაშორდა მეუღლეს და იმ დროიდან განუყრელ წყვილად იქცა.

ახლა კი წყვილმა პირველი ერთობლივი ნამუშევარი შექმნა. სიმღერა სახელწოდებით Nobody But You და მასზე გადაღებული კლიპი მათ ერთობლივ ცხოვრებას ეძღვნება. ერთ-ერთ სცენაში გვენი საქორწინო კაბაშიც გვევლინება.

სიმღერა ბლეიკ შელტონის ალბომში Fully Loaded: God’s Country-ია შესული, რომელიც ახლახანს გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები