ამერიკული ჯგუფი The Killers გულშემატკივრებს ახალი სიმღერებით ხშირად ანებივრებს. აპრილში მათ კომპოზიცია Fire In Bone გაავრცელეს. აღსანიშნავია, რომ კოლექტივი ახალი ალბომის გამოშვებას 29 მაისს გეგმავდა, თუმცა, პანდემიის გამო ის განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
ახლა კი ჯგუფი კიდევ ერთ ახალ კომპოზიციას My Own Soul’s Warning ავრცელებს. სინგლი კოლექტივის მომავალ ალბომში, Imploding the Mirage იქნება წარმოდგენილი.