კოლსონ ბეიკერი, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, ახალგავრცელებულ პოპ-როკ ალბომს Tickets To My Downfall პოპულარიზაციას უწევს და მსმენელს სიახლეებით ანებივრებს.
არტისტმა კომპოზიციაზე Drunk Face გადაღებულ კლიპი გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ კლიპში კოლსონის შეყვარებული, 34 წლის მსახიობი, მეგან ფოქსი მონაწილეობს.
კადრები რეალური ცხოვრებიდანაა აღებული, ერთ-ერთ ეპიზოდში კი შეყვარებულები ერთმანეთს მხურვალედ კოცნიან.
შეგახსენებთ მეგან ფოქსისა და ბრაიან ოსტინ გრინის 10 წლიანი ქორწინება მიმდინარე ზაფხულში დასრულდა. ამის მიზეზი კი ფოქსის ახალი გატაცება, 30 წლის რეპერი, კოლსონ ბეიკერი გახდა. ივნისში რეპერმა კომპოზიცია, Bloody Valentine და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა, სადაც მთავარ როლს მეგან ფოქსი ასრულებს. ის მოძალადე მეგობარი გოგოს როლშია, მეგანი „კელვინ კლაინის“ საცვლებში ცეკვავს.