პოპ-ვარსკვლავმა, მაილი საირუსმა ახალი კომპოზიცია, Midnight Sky და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ნამუშევარი თავად არტისტის მიერაა გადაღებული. სინგლი საირუსის მომავალ, რიგით მე-7 სტუდიურ ალბომში, She Is Miley შევა, რომლის გამოშვების თარიღიც ჯერჯერობით უცნობია.
საინტერესო „ლუქები“, სიჭრელე და რიტმული ჰანგები – დისკოს, საცეკვაო და პოპ-მუსიკის ელემენტებით გაჯერებული ნამუშევარი რეტრო სტილშია გადაწყვეტილი.