ჯგუფმა OneRepublic ახალი კომპოზიცია Run და კლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მე-5 ალბომში, Human შევა, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის 1 დეკემბერს ჩაეშვება.
შეგახსენებთ, კოლექტივი 2002 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის რიგით მე-4 სტუდიურმა ნამუშევარმა, Oh My My კი 2016 წელს „ბილბორდის“ ჩარტის მესამე პოზიცია დაიკავა.