LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა: სიამ ახალი სინგლი გაავრცელა

108
page

როგორც ცნობილია, ავსტრალიელმა მუსიკოსმა სიამ რეჟისორის როლი მოირგო და მიუზიკლი „Music“ გადაიღო. ეს მომღერლის სადებიუტო ნამუშევარია რეჟისორის როლში. ფილმი გოგონას შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც ნარკოდამოკიდებულება დაამარცხა და ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან იწყებს. ფილმში მთავარ როლს მსახიობი კეიტ ჰადსონი ასრულებს.

სულ ცოტა ხნის წინ კი მუსიკოსმა  ახალი სინგლი, Courage To Change გაავრცელა, რომელიც სწორედ მისი სადებიუტო ფილმის საუნდტრეკი იქნება. ფილმის პრემიერა 2020 წლის ბოლომდე შედგება.

აღსანიშნავია, რომ არტისტს პარტნიორობას ისეტი ვარსკვლავები გაუწევენ, როგორებიც მედი ზიგლერი, კეიტ ჰადსონი და ლესლი ოდო იქნებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები