ჰიპ-ჰოპ არტისტმა, სნუპ დოგმა ახალი საშობაო კომპოზიცია, Doggy Dogg Christmas გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ტრეკი საკვების მიტანის სერვისის Just Eat სარეკლამო რგოლში გაჟღერებული ჩანაწერის ალტერნატიული ვერსიაა. ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მუსიკის კრიტიკოსები ტრეკს 2020 წლის ყველაზე სახალისო საშობაო ჰიპ-ჰოპ კომპოზიციად დასახელებას უწინასწარმეტყველებენ.
https://www.youtube.com/watch?v=I8MXKzdmsI8&feature=emb_title
შეგახსენებთ, სნუპმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს გავრცელებული ალბომით, Doggystyle დაიწყო, რომელიც ამ ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ცნეს.
https://www.youtube.com/watch?v=lHqZ87xld2Q